პროექტი "გაყინული ეპიზოდი"სასწავლო პროცესში რამდენიმე ძირითადი მიზნის მიღწევას ემსახრება:
- მხატვრული ნაწარმოების ან ცხოვრებისეული მოვლენის გაგება და ანალიზი;
- ნაწარმოების ან რეალური პერსონაჟის ხასიათის, გრძნობების, მოტივების ამოცნობა და ანალიზი;
- ავტორის „სათქმელისა“ და დამოკიდებულებების გაგება;
- ნაწარმოებში გამოყენებული ესთეტიკური ხერხების გაგება და ანალიზი;
- იდეის, გრძნობის, განწყობის, სულიერი მდგომარეობის შემოქმედებითად გამოხატვა;
- სოციალური ინტერაქცია და გუნდური მუშაობა.
პროექტის მანძილზე გამოვიყენეთ პერსონალური კომპიუტერები, შევავსეთ სხვადასხვა სქემები. მოვამზადეთ მულტიმედიური პრეზენტაცია.
პროექტი ხელს შეუწყობს კრიტიკული აზროვნების , კოგნიტური, ემოციური, სოციალური (ინტრაპერსონალური და ინტერპერსონალური) უნარ-ჩვევების განვითარებას.
ჯგუფებში მუშაობა ხელს შეუწყობს თანამშრომლობის უნარ-ჩვევის განვითარებას.
No comments:
Post a Comment